ჯეჯელავა: 300 ბავშვი სახელმწიფო დაფინანსებით დავასვენეთ ზამთრის კურორტებზე
„სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერის შედეგად, საერთო ჯამში, ამ არდადეგებზე 10 000-მდე ბავშვი იმყოფებოდა ზამთრის კურორტებზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 300 ბავშვი მცირე სკოლებიდან, სახელმწიფო დაფინანსებით, დავასვენეთ ზამთრის კურორტებზე“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს მასშტაბები ბევრად დიდი იქნება და ბევრად მეტი ბავშვი შეძლებს ზამთრის კურორტებზე დასვენებას.