ჯავახიშვილი: იმ სკოლამ ბევრი რამ განაპირობა ჩემს ცხოვრებაში
„ჩემი ბავშვობა ომიანობის პერიოდს დაემთხვა. მაშინ თბილისი გადატვირთული იყო დაჭრილი მეომრებით, ბევრნი იყვნენ შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურები“, — გვიამბობს ჯავახიშვილი.
მისივე თქმით, 1946 წელს ქალაქის სპორტკომიტეტმა ძალიან კარგი ინიციატივა წამოიწყო და თბილისში გაიხსნა 35–ე საფეხბურთო სკოლა, სადაც გაიზარდნენ წარმატებული ფეხბურთელები მიშა მესხი, შოთა იამანიძე, ზაურ კალოევი და სხვები.