ფრანგული მუსიკალური რადიოსადგური NRJ ქართულ ბაზარზე შემოვიდა

© Radio NRJ Georgiaფრანგული რადიოსადგური NRJ
ფრანგული რადიოსადგური  NRJ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგულმა მუსიკალურმა რადიოსადგურმა მაუწყებლობა თბილისსა და გუდაურში დაიწყო.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოში ფრანგულმა მუსიკალურმა რადიოსადგურმა NRJ მაუწყებლობა  FM 104.7 ტალღაზე  დაიწყო და ხელმისაწვდომი იქნება თბილისში, მის გარეუბნებსა და გუდაურში.

რადიო NRJ–ის მაუწყებლობის ფორმატია — თანამედროვე პოპულარული მუსიკა 20–40 წლის ასაკის აუდიტორიისთვის.

 „მოლაპარაკებები NRJ-ის ცენტრალურ ოფისთან, რომელიც პარიზში მდებარეობს, ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ისეთი დიდი ბაზრების შემდეგ, როგორიცაა საფრანგეთი, დასავლეთ ევროპის ქვეყნები და რუსეთი, მათთვის საქართველოში შემოსვლა თავიდან არცთუ ისე მიმზიდველი იყო, თუმცა, მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ საქართველოს ბაზარი, მიუხედავად სიმცირისა, მზარდია და საინტერესო. საბოლოოდ, ხელი მოვაწერეთ ექსკლუზიურ სალიცენზიო ხელშეკრულებას ხუთწლიანი ვადით“, — განაცხადა  რადიო NRJ საქართველოს  დამფუძნებელმა გიორგი შარაშიძემ.

როგორც არხის დამფუძნებელი აღნიშნავს, რადიო NRJ ეფექტური პლატფორმა იქნება როგორც ქართული, ისე მსოფლიო ბრენდების რეკლამირებისთვის, გარდა ამისა, მსმენელს შესთავაზებს ხარისხიან აუდიო– და ვიდეოკონტენტს.

რადიო NRJ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავე თეა დარჩიაა, რომელიც ასევე წაიყვანს საავტორო გადაცემას ღამის ეთერში.   

NRJ (ფრანგული სიტყვა énergie–ს აკრონიმი) — პარიზში არსებული ფრანგული მულტიმედიური ჯგუფია, რომელიც 1981 წელს დაარსდა. იმ დროიდან ფრანგული პოპ–მუსიკის რადიოსადგური საერთაშორისო ჯგუფად იქცა. ამჟამად რადიო NRJ მაუწყებლობს საფრანგეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, გერმანიაში, დანიაში, ფინეთში, რუსეთში, შვედეთში, ნორვეგიაში, ბულგარეთში, მაროკოსა და ლიბანში.


ყველა ახალი ამბავი
0