ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში არეულობის შემდეგ სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების შესახებ ისაუბრა.
ბათუმში რამდენიმე დღის წინ არეულობა მოხდა, სადაც გარეთ გამოსული ხალხი ამსხვრევდა ვიტრინებს, ანგრევდნენ ღობეებს, წვავდნენ მანქანებს და გზის სავალ ნაწილს ანადგურებდნენ. ქალაქს ათობით ათასი დოლარის ზიანი მიადგა. რაც დაზიანდა, ყველაფერი მოკლე დროში აღდგება.
"ქუჩის გათავისუფლების შემდეგ ოპერატიულად ჩავატარეთ გაწმენდითი სამუშაოები, სრულიად აღვადგინეთ ქვეითთა ბილიკები და საგზაო ინფრასტრუქტურა, თავიდან ვაკეთებთ დეკორატიულ გამყოფ ღობეებს. რაც ყველაზე მთავარია — ეს ე. წ. "ჭკვიანი" შეუქნიშნებია, რომლებიც, ჩვენი გამოთვლებით, 100-დან 130 ათას ლარამდე ღირს", — განაცხადა გიორგი ერმაკოვმა "Sputnik-საქართველოსთვის" მიცემულ ინტერვიუში.
რაც შეეხება დამწვარ მანქანებს, მათ ექსპერტიზას საქართველოს შსს ატარებს, რის შემდეგაც დადგინდება მოცემული ზარალის სრული მოცულობა, დაამატა ქალაქის მერმა.