ალფრედო პაჩინო ანუ აქსესუარები „ფრედოსგან“

© Fredo HandmadeFredo Handmade
Fredo Handmade - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფორმის აქსესუარები, ჩანთებზე ორიგინალური წარწერები, პოპულარული ფრაზები - პროფესიით მენეჯერი სოფიკო უზნაძე თვის ნამუშევრებს გაგვაცნობს.

ნინი რაზმაძე

- რამდენი ხანია რაც „ფრედო“ (fredo) არსებობს?

— სულ რაღაც ოთხი თვეა, რაც ვარსებობთ. მეგობარმა მასწავლა ლაზერით ხის ფორმატების გამოჭრა. სწორედ მისი საშუალებით დავიწყე ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა, შემდეგ უკვე სხვადასხვა იდეებიც გაგვიჩნდა. თავიდან ყველა მეუბნებოდა, რომ არ  გამოგვივიდოდა ამ ჩანთების დამზადება, მაგრამ ნელ-ნელა დავხვეწეთ, სხვადასხვა ფორმის ჩანთების დამზადება დავიწყეთ და უკვე აქსესუარებზეც  გადავედით. 

© Fredo Handmade Fredo Handmade
 Fredo Handmade - Sputnik საქართველო
Fredo Handmade

- ჩანთებამდე იყო სხვა იდეებიც?

— არა.  პირველი რაც გავაკეთე იყო თმის სამაგრი და შემდგე უკვე ჩანთა. პირველი ნამუშევრის გაკეთება საკმაოდ რთული იყო და ცოტა უხარისხოც გამოვიდა, მაგრამ შემდეგ ტექნიკა ნელ-ნელა დავხვეწეთ.

- რატომ და როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ხელნაკეთი ხის ჩანთები სხვადასხვა წარწერით? 

— რაც მუშაობა დავიწყეთ, მუდმივად ვცდილობთ, რომ განსხვავებული რამ შევთავაზოთ საზოგადოებას. რაც შეეხება ჩანთებზე წარწერებს, ამისთვის პოპულარული სიმღერებიდან და ლექსებიდან პოპულარულ ციტატებს ვარჩევთ. ასეთ ჩანთებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა სიყვარულის დღის წინა პერიოდში იყო.  

© Fredo Handmade Fredo Handmade
 Fredo Handmade - Sputnik საქართველო
Fredo Handmade

- რას ნიშნავს სახელწოდება „ფრედო“? 

— ჩემი საყვარელი მსახიობია ალ პაჩინო და სახელიც მისგან გამომდინარე ავარჩიე. ალ პაჩინოს სრული სახელია ალფრედო ჯეიმს პაჩინო  (Alfredo James Pacino), საიდანაც ავიღე „ფრედო“ და ასე შეიქმნა ჩვენი სახელწოდება. 

- რა აქსესუარებს სთავაზობთ მომხმარებელს?

— ჩვენი ასორტიმენტი მრავალფეროვანია — საყურე, თმის სამაგრი, აბადოკი, ბეჭედი, ყელსაბამი, ზურგჩანთა, ჩანთა. 

© Fredo Handmadeაქსესუარები
აქსესუარები - Sputnik საქართველო
აქსესუარები

- როგორც ვიცი, საქართველოს ფორმის აქსესუარებსაც ამზადებთ?

— კი ვამზადებთ და შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მე მაქვს მსგავსი ტიპის აქსესუარები. საქართველოს ფორმის ყელსაბამი ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ზოგადად, ჩვენ პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია. მომხმარებელი ინტერესს, ძირითადად, ჩანთებისა და ყელსაბამების მიმართ იჩენს.

- თქვენი ჩანთები საკმაოდ იშვიათი და უცხოა, რადგანაც მსგავსი წარწერები ჩანთებზე მასიურად არ გვხვდება… 

— სხვათა შორის, ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენი ჩანაფიქრი ორიგინალური და განსხვავებულია. ყველას მოსწონს. ჩვენთან ყველა ნივთი  ხისგან და ტყავისგან მზადდება. 

© Fredo HandmadeFredo Handmade
Fredo Handmade - Sputnik საქართველო
Fredo Handmade

- მომავალში აპირებთ მომხმარებლისთვის სხვა პროდუქტის შეთავაზებას?

— ახალი ფორმის ჩანთის იდეაზე ვმუშაობთ და ვაპირებთ ახალი ფორმის ბეჭდები და საყურეებიც შევთავაზოთ მომხმარებელს. 

© Fredo Handmade თათია დოლიძე გაეროში Fredo-ს ყელსაბამით
 თათია დოლიძე გაეროში Fredo-ს ყელსაბამით - Sputnik საქართველო
თათია დოლიძე გაეროში Fredo-ს ყელსაბამით

- ალბათ, საქართვლოს ფორმის აქსესუარები ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს…

— სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ჩვენი მაღაზია, შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, ბევრი ჩვენი მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას უცხოელებისთვის საჩუქრად ყიდულობს. გარდა ამისა, ჩვენი „ფეისბუქ-გვერდის საშუალებით  შეკვეთებს ვიღებთ და ვუგზავნით მათ.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0