თურქეთის პრემიერი საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით ეწვევა

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი
გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი და ბინალი ილდირიმი ბათუმში ივახშმებენ.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს არაოფიციალური მოკლევადიანი ვიზიტით ეწვევა, განუცხადა "Sputnik საქართველოს" თურქეთის საელჩოს თანამშრომელმა.

ილდირიმი ამჟამად თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ართვინში, საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა.

"ეს თურქეთის პრემიერ-მინისტრის არაოფიციალური ვიზიტია საქართველოში. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები და ღონისძიებები რეგიონში, რომელიც საზღვართან ახლოს მდებარეობს. აქედან გამომდინარე, ის საქართველოში ჩამოვა და ანკარაში დასაბრუნებლად ბათუმის აეროპორტით ისარგებლებს", — განაცხადა საელჩოს თანამშრომელმა.

რკინიგზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
ბაქო–თბილისი–ყარსის მაგისტრალზე პირველი ორთქლმავლები ივნისში გაივლიან

ბათუმში დაგეგმილია ილდირიმის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა ზეკი ლევენთ გურმუქჩუმ.

"თქვენმა პრემიერმა მეგობრული ვახშამი შესთავაზა, ხოლო ჩვენი პრემიერი ამას სიამოვნებით დათანხმდა. ასე რომ, ეს ლოგისტიკური ტრანზიტული ვიზიტია. ამ მოკლევადიან ვიზიტს ორი ქვეყნის პრემიერები ორმხრივი საკითხების შესახებ საუბრისთვის გამოიყენებენ", — განუცხადა გურმუქჩუმ ტელეკომპანიას Rustavi2.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0