„Sputnik საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა დიდმარხვას არ ინახავს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველომ“ მკითხველებისგან გაიგო, ინახავენ თუ არა ისინი დიდმარხვას.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik.  „Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა წინასააღდგომო დიდმარხვას არ ინახავს, ასეთია სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე, „ინახავთ თუ არა მარხვას“, გამოკითხულთა 58,8%-მა უარყოფითი პასუხი გასცა. შეძლებისდაგვარად ცდილობს მარხვის შენახვას გამოკითხვაში მონაწილეთა 35,3%, რესპონდენტების მხოლოდ 5,9% ინახავს მარხვას ყველა წესების დაცვით.

2017 წელს დიდი მარხვა 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილის ჩათვლით გრძელდება. ოთხი მრავალდღიანი მარხვიდან დიდი მარხვა ყველაზე მკაცრი, ძირითადი და გრძელვადიანია. ის ექვი შვიდეულისგან, ანუ 40 დღისგან შედგება და ამიტომ დიდმარხვას უწოდებენ.

დიდი მარხვა წინ უძღვის რელიგიურ დღესასწაულს — აღდგომას. 2017 წელს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული 16 აპრილს აღინიშნება.

© Sputnik / Maria Tsimintiaდიდმარხვის კალენდარი
დიდმარხვის კალენდარი - Sputnik საქართველო
დიდმარხვის კალენდარი

 

ყველა ახალი ამბავი
0