თბილისი, 14 მარტი — Sputnik. უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები პიტერ სიიარტო და პავლო კლიმკინი საქართველოს ოფიციალური ვიზიტებით 17–18 მარტს ეწვევიან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიფინგზე.
„ჩვენ ვიმსჯელებთ საქართველო-უნგრეთისა და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ძალიან აქტიურია. ვისაუბრებთ ასევე მომდევნო, მაღალი დონის ვიზიტებზე“, — განაცხადა ჯანელიძემ.
ჯანელიძის თქმით, უახლოეს ხანებში საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო და უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.
საქართველოსა და უკრაინას და საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 2017 წელს 25 წელი სრულდება.