საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ბაქოს V გლობალურ ფორუმში

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან შეხვედრას გმართავს.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხუთშაბათს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრება ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეძღვნება თემას „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი: ძალაუფლება და ინტერესები“, განაცხადა პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ეკა მიშველაძემ.

ბაქოს  გლობალური ფორუმი 16–18 მარტს ჩატარდება. ფორუმში, რომელიც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტისა და „ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდება, იგეგმება რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტის, სახელმწიფოებისა და მთავრობების ყოფილი მეთაურების, ცნობილი პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე იგეგმება ლატვიის, მაკედონიის, ალბანეთის, მონტენეგროსა და სხვა სახელმწიფოების პრეზიდენტების გამოსვლა.

ბაქო - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკადემიაში კი, საქართველოს პრეზიდენტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ფორუმზე, რომელიც ეძღვნება თემას „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი: ძალაუფლება და ინტერესები“, იქნება განხილული ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, ტერორიზმთან ბრძოლის, საერთაშორისო ურთიერთობებში ჩინეთის როლის, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ექსტრემიზმის საფრთხეების საკითხები.


ყველა ახალი ამბავი
0