„პარლამენტი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ქვეყანას სჭირდება და მისი უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი“, — განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
1 მარტს საქართველოს პარლამენტმა ბოლო, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას, რომელიც ფარულ მოსმენა-მიყურადებას განახორციელებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა ორი. ახალი სტრუქტურის კომპეტენციაში შევა სატელეფონო საუბრების მოსმენა და ინტერნეტ-კომუნიკაციების, ასევე საფოსტო ან სატელეგრაფო კავშირისთვის თვალის მიდევნება.
სააგენტოს მთავარი მიზანი იქნება ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება სისხლის სამართლის საქმეებზე, ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, თავდაცვისუნარიანობისა და ქვეყნის სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ.