გიორგი კვირიკაშვილი: გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელსაც ორგანიზებულის ელფერი ჰქონდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის მოვლენებზე საუბრისას.
გიორგი კვირიკაშვილი: გამოძიება ბოლომდე მივა

 

გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება და მივა დასასრულამდე. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა“, — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკურორტო ქალაქში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.

ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის შედეგადაც ქალაქს 150000 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0