ალბომი ჰიტლერის ფოტოებით აუქციონზე გამოფინეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიადოლფ ჰიტლერი
ადოლფ ჰიტლერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოტოალბომში, რომელიც აუქციონზე გაიყიდება, არის ადოლფ ჰიტლერის იოზეფ გებელსთან, ჰერმან გერინგთან და ჰენრიხ ჰიმლერთან ერთად გადაღებული ფოტოები.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ანონიმი კოლექციონერის კუთვნილ ალბომს, რომელშიც არის ადოლფ ჰიტლერისა და გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრების ფოტოები, კენტის (დიდი ბრიტანეთი) აუქციონზე 15 მარტს გამოფენენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

ფოტოალბომი საბჭოთა ჯარისკაცმა 1945 წლის აპრილში ჰიტლერის ბუნკერში, უფრო ზუსტად, ევა ბრაუნის საძინებელში იპოვა. მან ფოტოები ბრიტანელ ფოტოგრაფს ედვარდ დინსა და დოქტორ რიჩარდ დიმბლბის გადასცა. ფოტოალბომის საორიენტაციო ღირებულება 18 ათას აშშ დოლარზე მეტია.

ალბერტ ეინშტეინი, ფარდობითობის თეორიის შემქმნელი - Sputnik საქართველო
მე გადავიტანე ორი ომი, ორი ცოლი და ჰიტლერი…

„ფოტოები, რომლებიც ამ ალბომშია, ბუნებრივი, მოდუნებული ფოტოებია, ბევრი მათგანი სასაცილოა. და, პრაქტიკულად, მათი გამოქვეყნების უფლებას არ მოგვცემდნენ. ისინი გარკვეულწილად გულწრფელი სურათებია“, — განაცხადა აუქციონის სახლი C&T Auctions-ის კონსულტანტმა ტიმ ჰარპერმა.

ფოტოალბომში არის ადოლფ ჰიტლერის იოზეფ გებელსთან, ჰერმან გერინგთან და ჰენრიხ ჰიმლერთან ერთად გადაღებული ფოტოები, ასევე, როგორ გადის ჰიტლერი ავტოკოლონით ხალხში და როგორ ესალმება მას ბრბო. ჰარპერის აზრით, ასეთი რაკურსით ფოტოს გადაღება მხოლოდ ამის ნებართვის მქონე ადამიანს შეეძლო.

ჰიტლერის ფოტოალბომის გარდა აუქციონზე ასევე წარმოდგენილი იქნება იმ ეპოქის წიგნები, დოკუმენტები და სხვა ფოტოები.

ყველა ახალი ამბავი
0