ხატია შამუგია: წელიწადში ერთხელ შვილთან ერთად აუცილებლად მივდივართ საზღვარგარეთ

© FB/ Khatia Shamugiaხატია შამუგია საფრანგეთში
ხატია შამუგია საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ICI PARIS-ს მარკეტინგისა და PR–მენეჯერი ხატია შამუგია „Sputnik–საქართველოს“ მოგზაურობის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებსა და თავგადასავლებზე ესაუბრა.
ხატია შამუგია: წელიწადში ერთხელ შვილთან ერთად აუცილებლად მივდივართ საზღვარგარეთ

„აუცილებლად უნდა გამონახო მცირედი დრო და დაათვალიერო ქალაქის ღირსშესანიშნაობანი, რადგან არავინ იცის, ამ ქალაქში კიდევ მოვახერხებთ თუ არა დაბრუნებას. ის შანსი, რომელსაც გაძლევს უფალი, იღბალი და სამსახური ერთად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვა ხელიდან“, — ამბობს შამუგია.

ხატიამ განაცხადა, რომ მისთვის მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო პროცესია და ყოველთვის ცდილობს, ამ დროს მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. ხატია, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს მოგზაურობს, იცნობს უამრავი ქვეყნის კულტურას, არქიტექტურას, ადათ–წესებს. როგორც თავად აღნიშნა, იგი მადრიდში ცხოვრებაზე ოცნებობს.

ყველა ახალი ამბავი
0