სამხრეთ კორეა და აშშ სამხედრო სწავლება Key Resolve-ს იწყებენ

© photo: Sputnik / ალექსანდრ კოვალიოვი / გადასვლა მედიაბანკშიმეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებლის, F-35 Lightning-II-ის მაკეტი სინგაპურის „აეროშოუ 2008-ზე“
მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებლის, F-35 Lightning-II-ის მაკეტი სინგაპურის „აეროშოუ 2008-ზე“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწავლებები OPLAN 5015-ის ფარგლებშია შემუშავებული, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობაზე, მის ბირთვულ და სარაკეტო არსენალებზე წერტილოვანი დარტყმების ოპერაციებს ითვალისწინებს კორეის ნახევარკუნძულზე ომის შემთხვევაში.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეასთან გაზრდილი დაძაბულობის ფონზე სამხრეთ კორეა და აშშ ორშაბათს იწყებენ ერთობლივ სამხედრო სწავლებას Key Resolve, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „რიონჰაპზე“ დაყრდნობით.

ბირთვული ცდები ჩრდილოეთ კორეაში - Sputnik საქართველო
პენტაგონი ჩრდილოეთ კორეას ბირთვული შეტევის პასუხად გამანადგურებელ დარტყმას დაჰპირდა

„რიონჰაპის“ ინფორმაციით, სამეთაურო სწავლება Key Resolve, რა დროსაც გამოყენებული იქნება სამხედრო მოქმედებების კომპიუტერული მოდელირების სისტემები, 24 მარტამდე გასტანს.

სამხრეთ კორეაში 1 მარტიდან ასევე მიმდინარეობს აშშ-თან ერთობლივი საველე სწავლებები Foal Eagle, რომელშიც ჩართული არიან ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი Carl Vinson, გამანადგურებლები F-35 და აგრეთვე სტრატეგიული ბომბდამშენები B-1B და B-52.

გასული წლის გაზაფხულზე სამხრეთ კორეაში ჩატარებულ საშტაბო სწავლებებში Key Resolve და Foal Eagle 300 ათასი სამხრეთ კორეელი და 17 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ეს კი ორჯერ აღემატებოდა 2015 წელს ჩატარებულ სწავლებებში მონაწილეთა რაოდენობას.

ეს სწავლებები OPLAN 5015-ის ფარგლებშია შემუშავებული, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობაზე, მის ბირთვულ და სარაკეტო არსენალებზე წერტილოვანი დარტყმების ოპერაციებს ითვალისწინებს კორეის ნახევარკუნძულზე ომის შემთხვევაში.

სამხრეთ კორეაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული სწავლებები მიმართულია ჩრდილოეთ კორეის გაფრთხილებისკენ, რომელმაც 12 თებერვალს საშუალო რადიუსის მოქმედების მყარსაწვავიანი ბალისტიკური რაკეტა „პუკიკსონ-2“ გამოსცადა.

ყველა ახალი ამბავი
0