ნინო ყარანგოზაშვილი: მძიმე დამწვრობის დროს მასაჟი ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას
„ღრმა დამწვრობის დროს, როცა კონსერვატული მკურნალობა შედეგს არ იღებს, მიმართავენ პლასტიკურ ოპერაციას. მისი საშუალებით ხდება დაზიანების ფართის შემცირება. როცა პაციენტი გამოდის შოკური მდგომარეობიდან და არ აღენიშნება სისხლდენა ჭრილობიდან, ასევე სხვა ჩივილები, ერთვება სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი“, — ამბობს ნინო ყარანგოზაშვილი.
სპეციალისტის თქმით, სუნთქვითი ვარჯიშები ხელს უშლის ფილტვებში შეგუბების პროცესებს, სამკურნალო ფიზკულტურა მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აქტიურდება ჭრილობის სწორი შეხორცება.