ამინდი საქართველოში: წვიმები და სიცივე

© photo: courtesy of Batumi Boulevardბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოში სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას გვპირდებიან.

ამინდი სამშაბათს, 14 მარტს

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. მაღალ მთაში ითოვებს. ქარი წამში 8 — 13 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით 5–10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 10–15. მაღალ მთაში ღამით მინუს 2 პლიუს 3 გრადუსი იქნება, დღისით — 2–7 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით 3–8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 12–17. მაღალ მთაში ღამით 0 პლიუს 5 გრადუსი იქნება, დღისით — 9–14 გრადუსი სითბო.

თბილისში მცირე წვიმა და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ნისლი. ქარი წამში 8–13 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით მოსალოდნელია 7 გრადუსი სითბო, დღისით — 16.

ამინდი ოთხშაბათს, 15 მარტს

ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მაღალ მთაში ითოვებს. ქარის ძალა წამში 10–15 მეტრს შეადგენს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით 4–9 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 8–13. მაღალ მთაში ღამით მინუს 2 პლიუს 3 გრადუსი იქნება, დღისით — 3–8 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით 3–8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 11–16. მაღალ მთაში ღამით მინუს 3 პლიუს 2 გრადუსი იქნება, დღისით — 2–7 გრადუსი სითბო.

თბილისში მოიღრუბლება. დღის მეორე ნახევარში და ღამით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით მოსალოდნელია 8 გრადუსი სითბო, დღისით — 14.


ყველა ახალი ამბავი
0