თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე, რომელიც თბილისში 12 მარტს ჩატარდა, ერთ-ერთმა მაყურებელმა დავით ნანობაშვილმა თავის შეყვარებულს მარიამ ადეიშვილს ხელი სთხოვა.
საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდი ევროპის ერთა თასის ფარგლებში გამართულ მატჩში ანგარიშით 28:14 დაამარცხა. მატჩი „დინამო არენას“ სტადიონზე გაიმართა.
მამაკაცმა მუხლი მოიდრიკა და თავის რჩეულს საქორწინო ბეჭედი მიართვა. გოგონა დათანხმდა, თქვა „დიახ“ და შეყვარებული წყვილი მაყურებლის თვალწინ ერთმანეთს გადაეხვია — ეს არაჩვეულებრივი ხელის თხოვნა სტადიონის დიდ ეკრანზე იყო ტრანსლირებული.
მსგავსი წინადადება, მაგრამ არა მაყურებლის, არამედ მორაგბის შესრულებით 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, რუმინეთისა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრაზე მოხდა. მაშინ მთელი სტადიონის თვალწინ შეყვარებულს ცოლად გაყოლა რუმინელმა ფლორიან სურუგიუმ სთხოვა.