სოციალური ქსელი: ვანდალიზმი თუ კონტროლირებადი მოვლენები

© photo: Sputnikსოციალური ქსელი
სოციალური ქსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ ეხმაურებიან მოქალაქეები შაბათს ღამე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელიდან.

ქეთევან დუმბაძე: (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)

ვინმემ ამიხსენით რა, რას ნიშნავს ჯარიმას არ გადავიხდით? აჭარაში აჭარლები!!!!!!!!!!! და გორელმა რატომ უნდა დამაჯარიმოს ბათუმში?

მაია შავაძე: („მაესტროს“ ჟურნალისტი)

— ეს აღარ არის აქცია, რომელიც მშვიდობიანი კონკრეტული მოთხოვნებით დაიწყო, ეს არის ვანდალიზმი და არაკონტროლირებადი მასა. ეს არის ჩემი როგორც ერთი მოქალაქის პოზიცია, რომელიც 12 საათია უწყვეტ რეჟიმში ადგილზე აშუქებს მოვლენებს.

ოთარ ჩრდილელი:- ისმის კითხვა, რატომ არ აქტიურობს პოლიცია. რომ იაქტიუროს და ამ მოზარდებიდან, რომელიმეს უბრალოდ შიშით გული გაუსკდეს, მერე ხომ ანბანის მიხედვით დაეწყობა-პოლიტპარტიები, მიტინგის რიგში! 

რა იყო, გათენდებოდა და ისედაც იშლებოდნენ ბავშვებიო! 

ბათუმს, მეცამეტე რაიონად არ გადაგაქცევინებთ!!! ყველაფერი გაირკვევა, ვინ დგას ამ აქციის უკან, მერე არ იყოს თავის მართლება და ტირილი! 

შეწყნარებას ვერ ეღირსებით, ბათუმის გავერანებისთვის სათანადოდ დაისჯებით! 

ნინო თომაძე: (ისტორიკოსი)

— საქართველო ბოლო 30 წელია სამხედრო გადატრიალებების,ომების, რევოლუციების და გამოსვლების რაოდენობით სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსაც "უჯოკრავს".

ყველა სახელმწიფო წესრიგის ამრევის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს!

 

ლიკა გიორგაძე: (ჟურნალისტი) 

აქცია რომ მართულია,ორი აზრი არ არსებობს-მთავარია ეხლა რამდენად გონივრულდ მართავს სიტუაციას ხელისუფლება

პ.ს. ისე რა მოხდება როდესმე საკუთარ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესები დავაყენოთ და არ ვიყოთ არავისგან მართული.

ლელა ბჟალავა: (ბათუმელი ადვოკატი)

ვინც გუშინდელ ქმედების გამო დაიჭირეს, ის მოქალაქეები მეცოდებიან ისინი პროვოკაციაზე წამოეგენ, ადამიანებო გამოვიჩინოთ ერთმანეთისადმი პატივისცემა და არ დავარღვიოთ უფლებები ჩვენი მოქალაქეების, ამ ვითარების დესტაბილიზიაციის გამო პოლიციას ესაჭიროება ეხლა დიდი თავშეკავება და თავაზიანობის გამოჩენა თავისი მოქალაქეების მიმართ.

ბონდო მძინარიშვილი: (მედიაკვაშირ „ობიქტივის“  მთავარი რედაქტორი)

ეს არის დაგეგმილი ვანდალიზმი! ეს არის წინასწარგანზრახული დანაშაული! საიდან გაჩნდა ასე უცებ ამდენი "მოლოტოვის კოქტეილი"?

შალვა ოგბაიძე:

გუშინდელმა დღემ ერთი პოზიტივი გამოაჩინა: ქართველ კაცს არ სურს ძალადობა და რევოლუცია.


ყველა ახალი ამბავი
0