რუსეთის ნაკრებთნ დაგეგმილი მატჩის წინ საქართველოს რაგბის ნაკრებმა ღია ვარჯიში ჩაატარა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ემზადებიან ქართველი მორაგბეები რუსეთის გუნდთან შესახვედრად.
კვირას. 12 მარტს, ევროპის ერთა თასის ფარგლებში "დინამო არენაზე" რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, წინა სამი თამაშისგან განსხვავებით, რუსებთან შეხვედრაზე ძირითადი და ყველაზე ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა.
"თითოეული მატჩი, პირველ რიგში, საერთაშორისო დონის დღესასწაულია. მიუხედავად იმისა, თუ ვის ვხვდებით — რუსეთს, ესპანეთს, რუმინეთს თუ სხვა ნებისმიერ გუნდს. მე ძალიან მსურს, რომ ყველა გულშემატკივარი, რომელიც თამაშს ესწრება თუ ტელევიზორის საშუალებით ადევნებს თვალყურს, მატჩის შემდეგ ამაღლებულ განწყობაზე იყოს და დადებითი ემოციების მორიგი პორცია მიიღოს", — ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
ტრადიციისამებრ, რუსეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა ქვეყნის ყველაზე დიდი სტადიონზე ჩატარდება. "დინამო არენაზე" 55 ათასი ადამიანი ეტევა და თითქმის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.