ბათუმში აქციის შედეგად დაშვებულთაგან საავადმყოფოში ერთი ადამიანი რჩება

გამოწერა
ბათუმში მომხდარი არეულობის შედეგად დაშავდა 34 ადამიანი, მათგან 15 პოლიციელია.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ბათუმში მომხდარი არეულობისას დაშვებული ყველა პირი ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებებიდან გამოწერილია, იუწყება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი ბათუმიდან.

მასმედიის ინფორმაციით, 11 მარტის აქციის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა, მათგან 15 პოლიციელია. დაშავებულთა შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი და სახალხო დამცველის აჭარის ოფისის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე არიან. 

არეულობა ბათუმში - Sputnik საქართველო
მერაბ ღოღობერიძე: თუ დაადგენენ რომ მე მოვაწყვე ყველაფერი, მაშინ პასუხი მომთხოვონ

„პოლიციელების შემთხვევაში ზედაპირული დაზიანებები და ჭრილობები დაფიქსირდა, რაც ძირითადად, ქვების სროლის შედეგად მიიღეს დაშავებულებმა. რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, ძირითადი სიმპტომები იყო თავბრუსხვევა, ცრემლდენა და თვალის უპეების წვა“, — განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირებისთვის ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაემორჩილა და ურთიერთშელაპარაკება არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტომობილები და ბლოკირებული ჰქონდათ  პოლიციის შენობა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

ქალაქისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის. მომიტინგეებმა გუშინ რამდენიმე ავტომობილი გადაწვეს.


ყველა ახალი ამბავი
0