თბილისის ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას აღმოუჩენენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ ბინების მცხოვრებლები, რომლებიც თბილისის ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებენ.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. თბილისის ცენტრში კლდიაშვილი ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მობინადრეებს, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას გაუწევს, განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.  

10 მარტს, საღამოს სამსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს სახანძრო ბრიგადები რამდენიმე საათი აქრობდნენ.  ხანძრის შედეგად მესამე სართული მთლიანად დაიწვა. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

 „დახმარების გარეშე არავინ დარჩება. მათ, ვისი ბინებიც ძალიან დაზიანდა და იქ ცხოვრება შეუძლებელია, საცხოვრებელი ფართით ვუზრუნველყოფთ. დანარჩენ შემთხვევებში, ისინი თავის ბინებში დაბრუნებას შეძლებენ“, — განაცხადა ჩიკვილაძემ.

მისი თქმით, უახლოეს დროში ზარალის დათვლა და სახლის რემონტი დაიწყება.

ხანძრის დროს სამი მეხანძრე დაშავდა. გაწეული დახმარების შემდეგ, მათ სამედიცინო დაწესებულება დატოვეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0