თბილისი, 11 მარტი – Sputnik. დამასკში ბაბ მუსალას რაიონში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 33 ადამიანი, დაიჭრა – ასზე მეტი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მთავრობასთან დაახლოებულ გაზეთ „ალ–ვატანზე“ დაყრდნობით.
თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ბაბ ას–საგირის სასაფლაოსთან ახლოს ამოქმედდა. ამ სასაფლაოს შიიტი მუსლიმებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იქ დასაფლავებულია კარბალას ისტორიული ბრძოლის მონაწილეთა ნეშტები.
დამასკის პოლიციის მთავარ სამმართველოში РИА Новости–ს განუცხადეს, რომ დაშავებულთა უმეტესობა საავადმყოფოებშია გადაყვანილი.