ზურაბ აბაშიძე: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 65% რუსეთთან დიალოგის მომხრეა

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთთან კომუნიკაცია და არაფორმალური დიალოგი გარკვეულწილად ხელს უწყობს ჩვენი ევროპული პროექტის განხორციელებას, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 65% რუსეთთან დიალოგის მომხრეა

„ბოლო 3-4 წლის მანძილზე დაახლოებით ერთი და იგივე სურათია, გამოკითხულთა სადღაც 65%, ხანდახან 70% იმის მომხრეა, რომ რუსეთთან დიალოგი ვაწარმოოთ, მაგრამ დაახლოებით იგივე რაოდენობა რუსეთში ხედავს ყველაზე სერიოზულ საგარეო საფრთხეს“, — აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია “იმედთან“ საუბრისას.

დღეს თბილისში „კავკასიური სახლის“ ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება კონფერეცია „კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთი და ურთიერთობების სხვა მოდელები“, სადაც განიხილება პოსტსაბჭოთა რუსეთის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან.

ყველა ახალი ამბავი
0