თბილისში ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე იმსჯელეს
„სამხრეთ კავკასიაშიც კი, სადაც სამი მეზობელი ქვეყანა ვართ, რუსეთთან სრულიად სხვადასხვა ურთიერთობები გვაქვს საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს“, — განუცხადა გიორგი კანაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.
დღეს თბილისში „კავკასიური სახლის“ ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება კონფერეცია „კონფრონტაციისა და თანამშრომლობის 25 წელი: საქართველო-რუსეთი და ურთიერთობების სხვა მოდელები“, სადაც განიხილება პოსტსაბჭოთა რუსეთის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან.