თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თბილისის ცენტრში კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართული იწვის, იუწყება სააგენტო Новости Грузия საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.
ადგილზე 17 სახანძრო ბრიგადა არის მობილიზებული. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.