სტამბულში ვერტმფრენი ჩამოვარდა — ბორტზე რუსეთის მოქალაქეები იყვნენ

© photo : DHAსტამბულში ვერტმფრენი ჩამოვარდა
სტამბულში ვერტმფრენი ჩამოვარდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცუდი ხილვადობის გამო ვერტმფრენი სტამბულში საგამოფენო ცენტრ TUYAP-ის მახლობლად მდგომ სატელევიზიო ანძას შეეჯახა.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. სტამბულის გარეუბანში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე რუსეთის ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ NTV–ზე დაყრდნობით.

ბიუქჩექმეჯეს რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ჰასან აქგიუნმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ძლიერი ნისლის გამო გზაზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ვერტმფრენი პარასკევს, 10 მარტს სტამბულში, ბიუქჩექმეჯეს რაიონში ჩამოვარდა.

Sikorsky S-76 ტიპის ვერტმფრენი Е-5 ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა.

ვერტმფრენი თურქულ ჰოლდინგს Eczacıbaşı ეკუთვნოდა და მგზავრთა გადასაყვანად გამოიყენებოდა. აღნიშნულია, რომ ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მგზავრთა შორის კომპანია Yapı Grup–ის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

ინციდენტის ადგილზე სამაშველო და სამედიცინო სამსახურების ბრიგადები მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0