შსს-მ ფულის გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsდამნაშავის დაკავება
დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოქალაქეს და ფულის დროულად მიტანას სთხოვდნენ, რომელსაც, მათი თქმით, „კანონიერი ქურდი“ ელოდებოდა.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით თბილისში წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სახელით „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 23600 აშშ დოლარის გადახადა მოსთხოვეს“, — აღნიშნულია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, თანხის ჩაბარების დაგვიანებით უკმაყოფილო ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოქალაქეს და მისგან ფულის დროულად მიტანას მოითხოვდნენ.

ისინი ეუბნებოდნენ, რომ მათ მიერ მოთხოვნილ თანხას „კანონიერი ქურდი“ ელოდებოდა, რომელსაც ფულის ნაწილი „ქურდულ საერთოში“ უნდა შეეტანა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

 

ყველა ახალი ამბავი
0