ბავშვის ცემისთვის ძიძას პირობითი სასჯელი შეუფარდეს

გამოწერა
10 თვის ბავშვის ცემის ფაქტზე დაკავებულ ძიძას სასამართლომ პატიმრობის ნაცვლად პირობითი-გამოსაცდელი ვადა შეუფარდა.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბავშვზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებისთვის ძიძა დამნაშავედ სცნო, შვიდი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა და საბოლოო ჯამში 1,5 წლით პირობითი-გამოსაცდელი ვადა მიუსაჯა, ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძიძას 2 წლით აეკრძალა არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი საქმიანობის უფლება.

საუბარი ეხება 2016 წლის ნოემბერში მომხდარ შემთხვევას. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 60 წლის ელენე ს. დააკავა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ძიძამ 10 თვის ბავშვს თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე რამდენჯერმე დაარტყა.

პოლიციელებმა დანაშაულში ძიძის გამოაშკარავება საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების საშუალებით შეძლეს. ჩანაწერებში ნათლად ჩანს, თუ როგორ სცემს პატარა გოგონას ძიძა. შსს-მ აღნიშნული კადრების გავრცელებისგან თავი შეიკავა.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. 

სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა სსკ-ის მუხლით „ცემა, არასრულწლოვანზე აღძრული, მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით), რაც ჯარიმას, 15-დან 24 თვემდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ყველა ახალი ამბავი
0