მსოფლიო ფოტოსააგენტოების სურათები, რომლებიც უცხოური რედაქციების ვერსიით, ბოლო დღეებში საუკეთესოები იყო, იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტაში.

მოდელი ალესანდრა ამბროზიო წარმოადგენს ქალის თეთრეულის ახალ კოლექციას შანხაიში Victoria's Secret-ის ყველაზე დიდი მაღაზიის გახსნის ცერემონიაზე

ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანი ევროპაში - ეტნა, რომელიც კვლავ იჩენს აქტიურობას. ამავდროულად ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვულკანის ბოლო ამოფრქვევა არ წარმოადგენს საფრთხეს

სამოდელო სახლის Leonard მოდელი კამბოჯური წარმოშობის ფრანგი დიზაინერი კრისტინა პანგის სამოსის ახალი კოლექციის ჩვენებისას პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე

ფერმერები კრიტის კუნძულიდან წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას ათენში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობის წინ დემონსტრაციის დროს

დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველი კელიენ კონუეი ზის თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის სავარძელში. მაღალჩინოსნის პოზამ სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა არაერთმა მხილველმა გაიხსენა, რომ აშშ-ის წინა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ძალიან უყვარდა არაფორმალური გარემო ოვალურ კაბინეტში და ძალიან ხშირად აწყობდა ფეხებს სამუშაო მაგიდაზე

6/20
© AFP 2024 / Sergei SUPINSKY
კიევში ჩატარდა სექს-მუშაკების პირველი მსვლელობა, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში პროსტიტუციის გამო ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების მოთხოვნით გამოვიდნენ. გარდა ამისა, აქციაში მონაწილეობდნენ ფემინისტური მოძრაობის წარმომადგენლებიც, რომლებიც ითხოვდნენ კლიენტების დასჯას, და არა "სიყვარულის ქურუმებისას"

ინდოეთში გაზაფხულის მოსვლას ფერების ფესტივალით აღნიშნავენ. დღესასწაულის მონაწილეები შებინდებამდე აწყობენ მსვლელობას, რა დროსაც ერთმანეთს ფერად ფხვნილებს აყრიან და გაფერადებული წყლით წუწავენ

სამხედრო ტექნიკა ალში გახვეულ მოსულში, სადაც ერაყის სამთავრობო არმიასა და "ისის"-ის ბოევიკებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს

ქუჩის დადგმა, პოლონეთის სოფელ ჟედლინსკში გამართულ კარნავალზე, რომელშიც ყველა როლს ტრადიციულად მამაკაცები ასრულებენ. სადღესასწაულო ღონისძიებები დიდ მარხვის დაწყებას მოასწავებენ

მისისიპის შტატის მეხანძრეები და მაშველები ეხმარებიან ადამიანებს გამოაღწიონ ავტობუსიდან, რომელსაც ტეხასისკენ მიმავალი მატარებელი შეეჯახა

11/20
© AFP 2024 / MAL FAIRCLOUGH
საპილოტო გუნდის Tinstix of Dynamite წევრი ცეცხლოვანი კედლის თავზე ავსტრალიური საერთაშორისო შოუს მსვლელობისას მელბურნში

12/20
© AFP 2024 / Pedro Pardo
ესპანელი მხატვრისა და აქტივისტი "ჯილ ლავის" და მექსიკელი აქტივისტი ჯული კლუგის პერფორმანსი ფემიციდის წინააღმდეგ მეხიკოში

13/20
© AFP 2024 / KARIM SAHIB
მამაკაცი დუბაიში გამართულ ბოტ-შოუზე ფლაიბორდის დემონსტრაციას ახდენს

ალიასკაზე დაიწყო მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი რბოლა ძაღლებით. რვა დღის განმავლობაში მათ უნდა დაფარონ 1500 კილომეტრი. მარხილში შებმულ ძაღლებს მოუწევთ გადალახონ მთები და ხეობები -31 გრადუს ყინვაში

სხვადასხვა მარკის ჩამორთმეული ველოსიპედები შანხაის პარკინგზე

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II უყურებს პოლკის ორიდან ერთ-ერთ თხას თიუდორში, უელსის სამეფო პოლკის მეორე ბატალიონის სტუმრობისას

შველები გადადიან გზაზე საპატიო ყარაულის წინ, რომელიც ელის მეფის მისვლას პრეზიდენტის სასახლეში ბოგორში, ინდონეზია

მხოლოდ ერთი დღით აშშ-ის ყველა თავზეხელაღებულმა თავი მოიყარა მანჰეტენზე რიგით მეათე ყოველწლიურ დღესასწაულზე World Sword Swallower's Day. ფოტოზე: ჯეიმს "ჯენტლმენ ჯიმი" სტილიანოსი ენაზე მიბმული ხაფანგით

27 თებერვალს სიცილიაზე ვულკანი ეტნას ამოფრქვევა დაიწყო. ვულკანი ეტნა სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზეა განთავსებული და ევროპის ყველაზე მაღალ მოქმედ ვულკანად მიიჩნევა (3346 მ).

მამაკაცი ხელზე ემთხვევა ნიკოლ კიდმანს ოსკარის დაჯილდოვების რიგით 89-ე ცერემონიაზე