საქართველო და იტალია - ახალი ეტაპი: რომში კვირიკაშვილის ვიზიტის შედეგები

© FB / Геогргий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და პაოლო ჯენტილონი
გიორგი კვირიკაშვილი და პაოლო ჯენტილონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა იტალიელ კოლეგა პაოლო ჯენტილონისთან, ასევე მონაწილეობა მიიღო ქართულ-იტალიურ ბიზნეს-ფორუმში.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ერთდღიანი ვიზიტით იტალიას ეწვია და ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დასამყარებლად რიგი მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

წელს საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი სრულდება.

იტალიის დროშა - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი იტალიას ეწვევა

საქართველოს პრემიერმა იტალიაში ვიზიტი თავის იტალიელ კოლეგა პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალი და თანამშრომლობის პერსპექტივები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში, აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

საქართველოსა და იტალიის მთავრობების მეთაურებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა კულტურის, განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე საქართველოს ინტეგრაციის საკითხი ნატოსა და ევროკავშირში.

კვირიკაშვილმა ასევე გამართა შეხვედრა იტალიის სენატის პრეზიდენტ პიეტრო გრასოსთან და იტალიის მთავრობის წევრებთან. ამ შეხვედრების ძირითადი თემა იყო ორი ქვეყნის თანამშრომლობა და საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

მთავარი მოვლენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმი იყო, რომელშიც 250 კომპანია მონაწილეობდა.

იტალია საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულშია.

ფორუმზე კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს საქართველოს პოტენციალი გააცნო და მათ ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობებზე უამბო.

© FB / Giorgi Kvirikashviliქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმი
ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმი - Sputnik საქართველო
ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმი

კვირიკაშვილმა ბიზნესმენებთან ისაუბრა დაბალ ტარიფებზე, მარტივ საბაზრო რეგულაციებზე, ბაზრის ხელმისაწვდომობაზე, მაღალსიჩქარიან რკინიგზაზე და ტრასებზე, ასევე რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ბიზნესის წახალისებისკენ არის მიმართული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აქცენტი გააკეთა ქვეყანაში ბიუროკრატიის არარსებობაზე და დსთ-ის ქვეყნებთან და თურქეთთან გაფორმებულ შეთანხმებებზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ხელს მოაწერს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან და დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინდოეთთან.

ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში   თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა როგორც კერძო კომპანიებს, ისე იტალიის სავაჭრო პალატასა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე გამართა მოლაპარაკებები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალისთან. ძირითადი ყურადღება დაეთმო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობას, რომელიც თბილისში 26-29 მაისს ჩატარდება.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. აღინიშნა, რომ ქვეყანამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0