შალვა ნათელაშვილი: ეს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია
„ის, რაც სტრასბურგში მოხდა, ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია. დღეს ხელისუფლებას ერთადერთი გზა აქვს — ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და წავიდეს სახლში“, — განაცხადა ნათელაშვილმა.
ამასთან, შალვა ნათელაშვილი ევროპაში უვიზო მიმოსვლასაც გამოეხმაურა და ქართველ მოსახლეობას წარმატება მიულოცა.