მკვლელობა თბილისში: დაიღუპა 53 წლის მამაკაცი

გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თბილისის გარეუბანში 53 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში ისრაელის მოქალაქე მოკლეს

მკვლელობა დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. თვითმხილველებმა რვა გასროლის ხმა გაიგონეს. მამაკაცი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„სხეულზე მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. მდგომარეობა იყო კრიტიკული. ჩატარებული იქნა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, უშედეგოდ“, — განაცხადა სამედიცინო ცენტრ Lancet-ის ექიმმა ოგანეს მათეუსიანმა.

მომხდარი მოტივი და დეტალები უცნობია. წინასწარი მონაცემებით, მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

შსს ოფიციალური კომენტარებისგან, ჯერჯერობით, უარს აცხადებს.


ყველა ახალი ამბავი
0