9 მარტიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოსურათების პრემიერები გაიმართება:
„T2 თრეინსფოთინგი 2“ (T2 Trainspotting) — ბრიტანელი რეჟისორის დენი ბოილის დრამა, გაგრძელება ფილმისა „ნემსზე“ (1996). ფილმი ეფუძნება ირვინ უელშის ნოველის გაგრძელებას, რომლის მთავარი გმირები ფულის შოვნას პორნობიზნესით ცდილობენ. გავიდა ოცი წელი. რენტონი იმ ერთადერთ ადგილას ბრუნდება, რომელსაც საკუთარ სახლად მიიჩნევს. ისინი მას ელოდებიან:. Sick Boy, Spud-ი, Rent Boy და ბეგბი. მათთან ერთად კი ძველი ნაცნობები: შურისძიება და შიში, სიძულვილი და სიყვარული, მეგობრობა, სინანული და იმედი. ისინი მწყობრში ჩადგებიან და რენტონს მიესალმებიან, ის კი თითქოს მზადაა მათ შეუერთდეს. მთავარ როლებში — ჯონი ლი მილერი, რობერტ კარლაილი, მაკგრეგორი, ბრემნერი.
საინტერესო ფაქტი: სამუშაო პროცესში ფილმს ერქვა „პორნო“. „T2“ კი დასახელებაში ჯეიმს ქემერონის ბოევიკის „ტერმინატორი 2: განკითხვის დღე“ შეკვეცილი ვარიანტია.
„კონგი: ჩონჩხის კუნძული“ (Kong: Skull Island) — რეჟისორ ჯორდან ვოტ–რობერტსის ფილმი, რომელიც კინგ–კონგის ხელახალი ჩაშვებაა და კომპანია Legendary Pictures–ის მეორე ფილმია სერიიდან „გოძილა–კონგი“. ფილმის მოქმედება გასული საუკუნის 70–იან წლებში ხდება. საიდუმლო ორგანიზაცია „მონარქი“ წყნარ ოკეანეში იდუმალებით მოცულ ნისლიან კუნძულს აღმოაჩენს. თუმცა, ექსპედიციის დროს გაირკვევა, რომ კუნძულზე გიგანტული გორილა სახელით „კონგი“ და სხვა არსებები ცხოვრობენ. მალე კვლევითი მისია თვითგადარჩენისათვის თამაშად გადაიქცევა, მის მონაწილეებს კი გადარჩენის გზების გაკვლევა უწევთ.
საინტერესო ფაქტი: კინ-კონგის ისტორიის შესახებ შექმნილი ყველა ამერიკული კინოადაპტაციიდან ამ ფილმში თავად კინგ-კონგი გამოვიდა ყველაზე დიდი — მის სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრია. პიტერ ჯექსონის „კინგ-კონგში“(2005წ.) მისი სიმაღლეს სულ რაღაც 7,5 მეტრია.
გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა სცენარისტისა და რეჟისორის ბარი ჯენკინსის ამერიკული დრამატული ფილმი „მთვარის შუქი“ (Moonlight) და ფანტასტიკური ფილმი „X — ადამიანები: ლოგანი“ ჰიუ ჯეკმანით მთავარ როლში.
ასევე თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ იხილოთ — მიუზიკლი „ლა–ლა–ლენდი“, „50 ელფერით მუქი“ (Fifty Shades Darker), თრილერი „ბოროტების სავანე: ბოლო თავი“ (Resident Evil: The Final Chapter) და ბოევიკი „ჯონ უიკი 2“ (John Wick: Chapter Two) კიანუ რივზით მთავარ როლში.
მულტფილმები ბავშვებისთვის — „ზოოსტარი“(Sing), კომპიუტერულ–ანიმაციური კომედიური „ლეგო: ბეტმენი“ (The LEGO Batman Movie) და ფრანგულ-კანადური ანიმაციური სურათი „ბალერინა“.
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!