თბილისი, 9 მარტი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იტალიის, ავსტრიის, ბულგარეთის, ლიტვისა და პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან.
საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის გაცვლის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში 16-მა სტუდენტმა შესარჩევი კონკურსი გაიარა და ერთი სემესტრის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა მიიღო.
გარდა ამისა, ბათუმის უნივერსიტეტის 22 სტუდენტმა ორწლიანი სასწავლო გრანტი მიიღო, განაცხადეს საქართველოს განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურში.
შერჩევა ითვალისწინებდა მაღალ აკადემიურ მოსწრებას, ტესტირებას ინგლისურ ენაში და გასაუბრებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.