ნიკოლოზ წულუკიძე: მინდა, სრულიად საქართველოს ქალებს მივულოცო 8 მარტი
„მე არ ვიცი, რა არის ქალური ბედნიერება, ამიტომ ყველა ქალს იმას ვუსურვებ, ვისაც როგორ ესმის ეს ბედნიერება“, — ამბობს წულუკიძე.
ქალთა საერთაშორისო დღე პირველად 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში, ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა. უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ამ დღესასწაულს საქართველოშიც აღნიშნავენ.