თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის ჯანდაცვის კომისიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
სოფრომაძე ასოციაციის ჯანდაცვის კომისიის (ISSA) ვიცე-პრეზიდენტად ასოციაციების კომისიების მე–11 ფორუმზე აირჩიეს. ფორუმზე განისაზღვრა ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც ყველაზე დიდ გამოწვევებს წარმოშობს სოციალური დაცვის უწყებებისათვის მსოფლიოს მასშტაბით, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტო გასული წლის ნოემბერში სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (ISSA) ოფიციალური წევრი გახდა.
სოციალური დაცვის საერთაშირისო ასოციაცია (ISSA) 1927 წელს ჩამოყალიბდა. იგი დღეს 158 ქვეყნის 334 სოციალური დაცვის ინსტიტუტს აერთიანებს და სოციალური დაცვის სფეროში მსოფლიოში ლიდერ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს.
ასოციაციის მიზანია — მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში ერთიანი მსოფლიო პოლიტიკის განხორციელება. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებებში, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფაზე, სოციალური სისტემების დანერგვის სტრატეგიული გეგმების შემუშავებაზე, მოსახლეობის სოციალური დაცვის მენეჯერების სწავლება და ა.შ.