შვეიცარიელი მეცნიერების სენსაციური დასკვნა: ფარაონი ტუტანჰამონი... ქართველი იყო

გამოწერა

ციურიხის გენეალოგიურ კვლევათა ცენტრ iGENEA-ს ბიოლოგებმა, რომლებსაც ეგვიპტელმა კოლეგებმა შესასწავლად ფარაონ ტუტანჰამონის დნმ გადასცეს, სენსაციური დასკვნა გააკეთეს.

ეგვიპტელმა მეცნიერებმა დნმ ლეგენდარული ფარაონის მუმიის ძვლოვანი ქსოვილიდან აიღეს, კონკრეტულად კი მარცხენა მხრიდან და მარცხენა ფეხიდან.

„გაკეთდა ძალიან აკურატული ნაჩხვლეტები, რა დროსაც მუმია საერთოდ არ დაზიანებულა“, — განაცხადა ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზაჰი ჰავასმა (Dr. Zahi Hawass) და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუმიის დნმ-ის კვლევის მიზანი ფარაონის იდუმალებითა და მრავალრიცხოვანი ინცესტებით მოცული წარმომავლობის დადგენა იყო.

iGENEA-ს სპეციალისტებმა ტუტანჰამონისა და თანამედროვე ევროპელების დნმ შეადარეს და მათ შორის ფარაონის მრავალი ნათესავი აღმოაჩინეს — მაგალითად, ბრიტანელები, ესპანელები და ფრანგები.

© FB/Dr. Zahi Hawassტუტანჰამონი სულაც არ ყოფილა მომხიბლავი ყმაწვილი, თუმცა არც ისეთი მახინჯი გახლდათ, როგორსაც ზოგი მედიკოსი წარმოადგენდა
ტუტანჰამონი სულაც არ ყოფილა მომხიბლავი ყმაწვილი, თუმცა არც ისეთი მახინჯი გახლდათ, როგორსაც ზოგი მედიკოსი წარმოადგენდა - Sputnik საქართველო
ტუტანჰამონი სულაც არ ყოფილა მომხიბლავი ყმაწვილი, თუმცა არც ისეთი მახინჯი გახლდათ, როგორსაც ზოგი მედიკოსი წარმოადგენდა

iGENEA-ს დირექტორ რომან შოლცის (Roman Scholz) ვარაუდით, ეგვიპტელი ფარაონებისა და ევროპელების საერთო წინაპარი კავკასიაში ცხოვრობდა დაახლოებით 9 500 წლის წინ, ხოლო მისი პირდაპირი შთამომავლები დაახლოებით 7 ათასი წლის წინ ევროპაში განსახლდნენ. ზოგმა მათგანმა კი ეგვიპტემდე მიაღწია და ფარაონის ტახტიც დაიკავა.

გამოდის, რომ ტუტანჰამონიცა და მისი პაპის პაპის პაპაც კავკასიელები, შესაძლოა, ქართველები იყვნენ.

უფრო ზუსტ ინფორმაციას შემდგომი კვლევები აჩვენებს. ამჟამად შვეიცარიელი მეცნიერები ტუტანჰამონის უახლოეს ნათესავებს ევროპელებს შორის ეძებენ, ეგვიპტელები კი მუმიის დნმ-ის შესწავლას განაგრძობენ.

ეგვიპტელი ბიოლოგების მიერ ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ტუტანჰამონს უამრავი დაავადება სჭირდა: ძვლების სიმყიფე, მგლის ხახა, ტერფების სიმრუდე, მარცხენა ფეხს მიათრევდა და სიარულისას ჯოხს ეყრდნობოდა.

აღსანიშნავია რომ მეცნიერებმა სამარხში სამასამდე ჯოხი იპოვეს, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ ისინი ტუტანჰამონს იმიერ სამყაროში გამოსაყენებლად ჩაატანეს.

გაირკვა ისიც, რომ ტუტანჰამონი სულაც არ ყოფილა მომხიბლავი ყმაწვილი, თუმცა არც ისეთი მახინჯი გახლდათ, როგორსაც ზოგი მედიკოსი წარმოადგენდა: თეძოსქელი, ქალივით დიდმკერდიანი, წაგრძელებული თავის ქალითა და ობობასავით ზედა კიდურებით.

სხვათა შორის, ამგვარმა დახასიათებამ უფოლოგებს ისიც კი აფიქრებინა, რომ ბიჭუნა-ფარაონი უცხოპლანეტელთა ექსპერიმენტების მსხვერპლი იყო.

ზაჰი ჰავასის თქმით, ამგვარი დასკვნები მხოლოდ ფარაონის გამოსახულების საფუძველზე კეთდებოდა და არა ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით. არადა ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ტუტანჰამონი ნამდვილად კავკასიელი იყო.

CC BY-SA 2.0 / Flickr / Peter O'Connor aka anemoneprojectors / Natural History Museum 058დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის თავის ქალა
დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის თავის ქალა - Sputnik საქართველო
დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის თავის ქალა

არც ისე საოცარია, რომ შვეიცარელმა სწავლულებმა დნმ-ის მემკვიდრეობით ევროპულ მასალაში კავკასიური წარმომავლობა აღმოაჩინეს. კავკასია, კერძოდ კი საქართველო ბოლო რამდენიმე წელია პირველი ევროპელების სამშობლოდ და, შესაბამისად, ევროპული ცივილიზაციის აკვნად მიიჩნევა. თუმცა ამ ნათესაობის ფესვები შესაძლოა კიდევ უფრო ღრმად მიდიოდეს, ვიდრე რაღაც „საცოდავი“ 10 ათასი წელია.

არსებობს წონადი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე აფრიკიდან წამოსული ადამიანი ჯერ კიდევ მაშინ დასახლდა, როდესაც ისევ მაიმუნს ჩამოჰგავდა და სწორედ აქ ცხოვრებისას მიიღო ადამიანის გარეგნობა.

ადამიანის პირველქართველობის ვერსიას სარწმუნოს ხდის დმანისში 1999-2001 წლებში აღმოჩენილი ძვლები, რომელთა ასაკი ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა 1,8 მლნ წლით განსაზღვრეს.

ადამიანის მსგავსი ქართველები სიმაღლით დაახლოებით 1,5 მ იყვნენ და 50 კგ-ს იწონიდნენ, მათი ტვინი ორჯერ ნაკლები, დაახლოებით 600 კუბური სანტიმეტრი მოცულობისა იყო. მაგრამ მათ შრომის იარაღის დამზადებაც იცოდნენ და ხორცეულისა თუ საკვები მცენარეულის დამარაგებაც.

მსოფლიო მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მთელი ევროპული ცივილიზაცია ადამიანის მსგავსი ქართველებისგან წარმოიშვა, რომელთა ნაწილი უკან, აფრიკაში გაბრუნდა და ევოლუციურად იქ ამაღლდა რამდენიმე საფეხურით, მერე კი ისევ ევროპისკენ გასწია. 

ასე რომ, ნამდვილი ქართველები დმანისში ნაპოვნი ადამიანის შთამომავლები არიან, დანარჩენები კი — მოსულები, ანუ აფრიკიდან გადმოსახლებულთა მეორე ტალღის მემკვიდრეები.

ყველა ახალი ამბავი
0