ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები პროტესტს აცხადებენ

გამოწერა
ქუთაისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ ზარალზე მუშაობენ.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ქუთაისის მერიის წარმომადგენლები ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებს ხვდებიან, რომლებმაც პროტესტის ნიშნად მუშაობაზე უარი განაცხადეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ქალაქის მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ავტობუსი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა

ქუთაისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრობის ტარიფის 10 თეთრით გაძვირებას მოითხოვენ. მძღოლები აცხადებენ, რომ შემოსავალი ხარჯს ვერ ფარავს.

„მოძრაობა (საზოგადოებრივი ტრანსპორტის) პარალიზებულია. ამჟამად მერიის წარმომადგენლებსა და გაფიცულ მძღოლებს შორის მოლაპარაკებები წარმოებს“, — განაცხადა მერიის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

მძღოლები აცხადებენ, რომ ამჟამინდელ პირობებში მუშაობა შეუძლებელია.

„მინდა მოგახსენოთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე იაფი მგზავრობა არის ქუთაისში — 30 თეთრია ავტობუსით და 40 თეთრი — მიკროავტობუსით. ჩვენ, ვითვალისწინებთ რა საზოგადოების მდგომარეობას, მოვითხოვთ მგზავრობის მიზერულად, სულ 10 თეთრით გაზრდას“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რამაზ ედუკაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი და სიდიდით ქვეყნის მეორე ქალაქია.

ყველა ახალი ამბავი
0