მიხეილ ჯანელიძეს სტრასბურგში ტელეკომპანია Rustavi 2-ის საქმე არ განუხილავს

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილა.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უარყო მასმედიაში გავრცელებული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ის სტრასბურგში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) საქმის განსახილველად გაემგზავრა. ეს საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განიხილება.

სტრასბურგში ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან გაბრიელა ბატაინი-დრაგონისთან.

„ჩვენ დღეს კონკრეტულ ქეისებთან დაკავშირებით არ გვიმსჯელია, თუმცა, რა თქმა უნდა, შევეხეთ ზოგადად იმ მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაშია დემოკრატიული განვითარების, პოლიტიკური პროცესების, რეფორმების კუთხით და ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი პარტნიორები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებული ქვეყანაში განვითარებული პროცესების შესახებ“, — განაცხადა ჯანელიძემ.

ტელეკომპანია რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ  „რუსთავი 2“ ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა. „რუსთავი 2“-ის იურისტებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს, რომელმაც ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

გუშინ ქიბარ ხალვაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შენობასთან შენიშნეს. მან კითხვაზე, თუ რატომ მივიდა სტრასბურგის სასამართლოში, უპასუხა – „სამართლის ძებნაში“.

ჯანელიძის თქმით, ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რათა „რუსთავი 2“-ის საქმეში ის მესამე მხარედ აღიარონ. ხალვაში საკუთრებაზე თავისი უფლებების დაცვას აპირებს.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვა თითქმის ორი წელი გრძელდებოდა. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ ხალვაშს გადაეცა, ხოლო 2016 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0