ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა

გამოწერა
ცნობილი ტელეწამყვანის მაია ასათიანის ქალიშვილი თებერვლის ბოლოს საფრანგეთში მენინგიტისგან გარდაიცვალა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ქართველმა ჟურნალისტმა და ტელეკომპანია Rustavi2-ის გადაცემა „პროფილის“ წამყვანმა მაია ასათიანმა ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც მძიმე წუთებში მას მხარი დაუჭირა. ასათიანის ქალიშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა.

მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთში სწავლობდა, სადაც ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. 18 წლის ნუცას მდგომარეობა ვირუსული მენინგიტის გამო გაუარესდა და ის კომაში ჩავარდა. ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი ცხედარი სამშობლოში 25 თებერვალს ჩამოასვენეს.

„სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის! ყველას, ჩემს საოცარ მეგობრებს, ერთი წუთით მარტო რომ არ მტოვებდნენ, ჩემს კოლეგებს, ვისი გვერდში დგომაც არნახულ ძალას მმატებდა, უნიკალურ ადამიანს თეა გვარამიას, რომ არა ის — მე არ ვიქნებოდი! ჩემი შვილის მეგობრებს თბილისში და მეგობრებს საფრანგეთში, ნუცასთან რომ გაატარეს ყველაზე რთული წუთები, საოცარ გოგოს მარიამ გეგუჩაძეს — და მის დედას, ნანუკას. ცოცხალი რომ ჩავედი პარიზში ამ პატარა გოგოს დამსახურებაა!“ — წერს ასათიანი.

მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი გარდაიცვალა

თავის მიმართვაში ასათიანმა ასევე მადლობა გადაუხადა საფრანგეთში საქართველოს ელჩ ეკა სირაძე-დელონეს და საელჩოს წარმომადგენელ გოჩა ჯავახიშვილს, რომლებიც ნუცას გვერდით მშობლებივით იდგნენ.

ასათიანმა მადლობა გადაუხადა ასევე მღვდელმსახურს, მამა ანტონს, რომელმაც, მისი თქმით, პირდაპირი მნიშვნელობით გადაარჩინა ის. საქართველოში საფრანგეთის კონსულს რენო სალენსს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და მის დირექტორ ნიკა გვარამიას, ასევე „საქართველოს ავიახაზებს“.

„და, რაც მთავარია, ჩემს მაყურებელს, ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის! მადლობა ყველას, მე რომ დღეს ცოცხალი ვარ — თქვენი დამსახურებაა!“, — დაწერა ასათიანმა.

პარიზის ამერიკულმა უნივერსიტეტმა, რომელშიც ნუცა მახვილაძე სწავლობდა, მისი სახელობის სტიპენდია დააწესა, ასევე, უმაღლესი სასწავლებლის ეზოში მის პატივსაცემად „ნატვრის ხე“ დადგეს.

ყველა ახალი ამბავი
0