სლოვაკეთი: ევროკავშირი დაინტერესებულია ევროპის გარეთ მიგრანტების ბანაკების შექმნით

© REUTERS / Courtesy of World Press Photo Foundationლიბიელი მეთევზეები მიგრანტებს მაშველ რგოლებს უგდებენ
ლიბიელი მეთევზეები მიგრანტებს მაშველ რგოლებს უგდებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის გარეთ ლტოლვილებისთვის ბანაკების შექმნა ყველაზე უკეთ პასუხობს ევროკავშირის ინტერესებს, მიიჩნევს მიროსლავ ლაიჩაკი.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ევროკავშირი დაინტერესებულია ევროპის გარეთ ქვეყნებში მიგრანტებისთვის ბანაკების შექმნით, განაცხადა ორშაბათს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა ბრიუსელში ევროკავშირის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელთა სხდომის დაწყების წინ. მისი გამოსვლა ევროკავშირის ტელევიზიით გადაიცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости.

„ევროკავშირის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად უპასუხებდა ევროპის ტერიტორიის გარეთ მიგრანტებისთვის ბანაკების შექმნა, რათა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე შეიძლებოდეს გარკვევა, რა ადამიანები ითხოვენ თავშესაფარს ევროპულ სახელმწიფოებში, პასუხობენ თუ არა ისინი ამისთვის აუცილებელ პირობებს“, — განაცხადა ლაიჩაკმა.

ლტოლვილები - Sputnik საქართველო
ავსტრიის საგარეო უწყება: ლტოლვილთა ცენტრები უნდა მოეწყოს საქართველოში ან ეგვიპტეში

მინისტრის თქმით, ლიბია ასეთი ბანაკის შესაქმნელად იდეალური ვარიანტია, სწორედ მისი ტერიტორიიდან შედის ევროპაში ლტოლვილების 90%-მდე. თუმცა, გასაგებია, რომ ლიბიის ხელისუფლების თანხმობის გარეშე ასეთი ბანაკის შექმნა შეუძლებელია.

კითხვაზე, აქვს თუ არა კონტაქტი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის ლიბიელ გენერალ ხალიფა ხაფთართან, ლაიჩაკმა უპასუხა: „არა, კონტაქტი არა აქვს, მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონტაქტები აქვთ“.

„ის (ხაფთარი) ლიბიაში რეალურ ფაქტორს, რეალურ ძალას წარმოადგენს. უფრო ადრე ევროკავშირში უკვე აღინიშნა, რომ საჭიროა კონტაქტები (ლიბიაში) სხვადასხვა ძალების წარმომადგენლებთან“, — განაცხადა ლაიჩაკმა.

ყველა ახალი ამბავი
0