ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარის მიზეზები არ ხმაურდება, ბავშვი მსუბუქად დაშავდა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ქუთაისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მეორე სართულზე მდებარე საპირფარეშოს ფანჯრიდან ექვსი წლის მოსწავლე გადმოხტა და დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა, ამის შესახებ ცნობილი ორშაბათს გახდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი საპირფარეშოში ჩაკეტეს, თუმცა, პედაგოგები ამას უარყოფენ.

ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. სკოლის ადმინისტრაცია მომხდარის შესახებ კომენტარზე უარს აცხადებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით“, რაც ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოებით.

ყველა ახალი ამბავი
0