პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიცატივით გამოვიდა, რომელშიც მიწვეული იქნებიან ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიაუფლებადამცველები.
პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

„საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის, ევროპელ მედია-ექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ  ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და, ზოგადად, მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს.

ყველა ახალი ამბავი
0