კლინცევიჩი: ლტოლვილთა განთავსება საქართველოში საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშიფრანც კლინცევიჩი
ფრანც კლინცევიჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიგრანტების საქართველოში განთავსების იდეა, საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეების გათვალისწინებით, საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ უშიშროებას, განაცხადა კლინცევიჩმა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოში მიგრანტების განთავსების იდეა, საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეების გათვალისწინებით, რუსეთის უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფრანც კლინცევიჩმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ლტოლვილთა მისაღებად შეიქმნას ევროკავშირის ცენტრები ბლოკის საზღვრებს გარეთ, მაგალითად, საქართველოში ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. 

„ჯერ ეს მხოლოდ მოსინჯვაა იმისა, თუ როგორი რეაქცია ექნება იგივე საქართველოს, თუმცა ამას შესაძლოა მოჰყვეს კონკრეტული წინადადებები. თვალსაჩინოა, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეეცდებიან შეძლებისდაგვარად მოიხსნან მიგრაციული კრიზისის ტვირთი და ის სხვას გადააბარონ“, — თქვა კლინცევიჩმა. 

ამასთან დაკავშირებით სენატორმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ახლახან საქართველომ ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმი მიიღო, ხოლო „უფასო ყველი, როგორც ცნობილია, მხოლოდ სათაგურშია“.

ლტოლვილები - Sputnik საქართველო
ავსტრიის საგარეო უწყება: ლტოლვილთა ცენტრები უნდა მოეწყოს საქართველოში ან ეგვიპტეში

პოლიტიკოსის თქმით, საქართველოსთან ძველი ისტორიული ურთიერთობების გათვალისწინებით, სიტუაცია ამ ქვეყანაში არ შეიძლება არ აწუხებდეს რუსეთს. „მაგრამ ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სებასტიან კურცის წინადადება პირდაპირ ეხება საქართველოსთან უშუალო საზღვრის მქონე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, პირველ რიგში, იმ საფრთხის ასპექტში, რაც საერთაშორისო ტერორიზმს მოსდევს“, — აღნიშნა მან. 

ყველა ახალი ამბავი
0