თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიევში გამართულ XXI საერთაშორისო ტურნირზე შვიდი მედალი მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვებ-გვერდზე.
საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ გოგა გოგიბერაშვილი (-66 კგ), ბაკურ გოგოლი (-75 კგ) და ზვიად პატარიძე (-130 კგ).
ვერცხლის მედლები მოიპოვეს ლევან არაბულმა (-130 კგ) და რამაზ ზოიძემ (-71 კგ). ბრინჯაოს მედლები კი გადაეცათ დავით ჩხარტიშვილსა (-66 კგ) და ზურაბ დათუნაშვილს (-80 კგ).
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მედლების რაოდენობით მეოთხე ადგილი დაიკავა და პირველი სამეულისკენ გზა დაუთმო უკრაინის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის გუნდებს.