თბილისის ცენტრში ავტომობილისტებმა საწვავისა და ავტომობილების იმპორტის აქციზის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია.
მომიტინგეები გამართულ აქციაზე საკუთარი ავტომობილებით ვარდების მოედანზე მივიდნენ და იქ გააჩერეს. შემდეგ ფეხით მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე, სადაც ხანმოკლე მიტინგი ჩატარდა. მომიტინგეებმა საკუთარი მოთხოვნები გაახმაურეს და საპროტესტო აქციების მორიგი ტალღების შესახებ ისაუბრეს.
აქციაში, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაიგეგმა, მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა სოციალურ ქსელში ღონისძიების დაგეგმვისას "მივიღებ მონაწილეობას" მონიშნა ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო აქციის ჩატარების იდეას მხარს უჭერდა დაახლოებით 2 ათასი ავტომობილისტი.