გორში მცირე სამგლოვიარო აქცია გაიმართა

© photo: Sputnik / Igor Astakhov„სტალინელების“ აქცია გორში
„სტალინელების“ აქცია გორში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტალინის გარდაცვალებიდან 64 წლისთავთან დაკავშირებით, ბელადის თაყვანისმცემლები მის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლებმა საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში აქცია ჩაატარეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ (Rustavi2).

დღეს სტალინის გარდაცვალებიდან 64 წელი შესრულდა და ბელადის საქმის დაახლოებით ორი ათეული თაყვანისმცემელი სტალინი სახლ-მუზეუმთან შეიკრიბა, სადაც მცირე მიტინგი გაიმართა. 

„ვერ შევიძულებთ სტალინ, იმიტომ რომ… მახსოვს მე, იმის დროს მშიერი არავინ არ იყო, მათხოვარი არ იყო ჩვენ ქალაქში, უმუშევარი არავინ არ იყო. იმის ჩამოთვლა, რაც სტალინმა გააკეთა, ძალიან ძნელია“, — განუცხადა „რუსთავი 2-ს“ აქციის მონაწილე ნაზი სტეფანიშვილმა.

ბელადის კიდევ ერთმა თაყვანისმცემელმა ზურაბ ზუმბურიძემ კი აღნიშნა, რომ 1953 წლის 5 მარტს „გარდაიცვალა ადამიანი, რომელმაც სამყაროს სიცოცხლე შეუნარჩუნა“

ყველა ახალი ამბავი
0