თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ქალაქ რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა წყვილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
გარდაცვლილები მათთან სტუმრად მისულმა ნათესავმა აღმოაჩინა. სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გაზით მოწამვლაა.
შსს-მ სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რომელსაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
აღნიშნული დანაშაული ხუთ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.