ყურადღება: უცხოეთში მოგზაურობისას თან ატარეთ მაგნიტი

გამოწერა

ალბათ ყველამ იცით, რომ სასტუმროს ნომრის ბარათ-გასაღებზე, რომელსაც გადმოგცემენ, თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაცია ინახება.

ესენია:

•    თქვენი სახელი

•    მუდმივი მისამართი

•    სასტუმროში შესახლებისა და გასვლის თარიღები

•    თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი მისი ვარგისიანობის ვადის მითითებით.

© FL/ Groupe Germain Hôtelsსასტუმროს ბარათ-გასაღებზე ინახება ინფორმაცია თქვენს შესახებ
სასტუმროს ბარათ-გასაღებზე ინახება ინფორმაცია თქვენს შესახებ - Sputnik საქართველო
სასტუმროს ბარათ-გასაღებზე ინახება ინფორმაცია თქვენს შესახებ

როდესაც სასტუმროს ტოვებთ და ბარათ-გასაღებს ადმინისტრაციას აბარებთ, იქიდან თქვენს შესახებ ინფორმაციის წაკითხვა ყველას შეუძლია, ვისაც არ ეზარება. ეს მონაცემები გასაღებზე ახალი ბინადარის შესახლებამდე რჩება. 

სამართალდამცავები გირჩევენ:

•    არ დაუბრუნოთ სასტუმროს ბარათი-გასაღები. ამის გამო ჯარიმა გათვალისწინებული არ არის.

•    თუ მაინც გადაწყვეტთ დაბრუნებას, წინასწარ აუცილებლად დაამუშავეთ ის. ანუ, ბარათის მაგნიტურ ლენტაზე რამდენჯერმე გაატარეთ პატარა, ვთქვათ, მაცივარზე მისამაგრებელი სუვენირის მაგნიტი და შემდეგ მოსინჯეთ, გააღებს თუ არა ის კარს. თუ არ გააღო, ესე იგი, ინფორმაცის თქვენზე წაშლილია.

ყველა ახალი ამბავი
0