საქართველოს რაბის ნაკრებმა ესპანელებს დაძაბულ მატჩში მოუგო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რაგბის ნაკრები ევროპის ერთა თასისათვის ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს. ესპანელებზე გამარჯვების შემდეგ, შემდეგი მოწინააღმდეგე რუსეთის ნაკრები იქნება.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის ტურნირის ფარგლებში, გასვლითი თამაში მიუგო ესპანეთის ნაკრებს ანგარიშით 20:10.

თამაში, რომელიც მედინო დელ კამპოში შედგა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ქართველი რაგბისტებისათვის. მასპინძლები უკვე ესამე წუთზე გავიდნენ წინ, მას შემდეგ, რაც ბრედლი ლინკლეიტერმა ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. ანგარიშის გათანაბრება ქართველ რაგბისტებს უკვე რამდენიმე წუთში შეეძლოთ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილმა, რომლისთვისაც ეს თამაში 101 იყო, ვერ შეძლო საჯარიმოს რეალიზება. თუმცა ტაიმის შუში, საქართველოს ნაკრების ვეტერანს კიდევ ერთი საშუალება მიეცა და ამჯერად კვირიკაშვილს არ აუცდენია. 

მასპინძლებს საკმაოდ დიდხანს ჰქონდათ ინიციატივა, 27-ე წუთზე, კარლოს გავიდიმ წარმატებული რეალიზაცია განახორციელა და ანგარიში 10:3 გახდა მასპინძელთა სასარგებლოდ. 

ქართველმა რაგბისტებმა ევროპის ერთა თასი მოიგეს - Sputnik საქართველო
ექვსი ერის თასში საქართველოს მონაწილეობაში ივანიშვილი 10 მილიონ ევროს გადაიხდის

მეორე ტაიმის დასაწყისში, ქართველებმა ორჯერ დადეს ლელო ჩათვლის ზონაში, თუმცა მსაჯმა ორივეჯერ არ ჩაუთვალა ქართველებს მცდელობა. 

ქართველებმა მხოლოდ 49-ე წუთზე შეძლეს წონასწორობის აღდგენა. 

ვასილ ლობჟანიძის პასის შემდეგ გამოირჩა გიორგი თხილიაშვილი. რეალიზაცია — კვირიკაშვილის ანგარიშზეა. 

მილტონ ჰეიგის გუნდმა ტემპი აკრიბა და მალე წინ გავიდა. ამჯერად წარმატებული მცდელობა განახორციელა იოსებ მათიაშვილმა, რომლისთვისაც ეს მატჩი დებიუტი იყო საქართველოს რაგბის ნაკრებში. 

საბოლოო ანგარიში მატჩში კვლაც კვირიკაშვილმა დასვა.

საქართველოს ნაკრებისათვის ტურნირის გათამაშებაში ეს უკვე მესამე გამარჯვებაა. 

შემდეგ მატჩს ევროპის ერთა თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 12 მარტს  თბილისში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 


ყველა ახალი ამბავი
0